თბილისი, 18 მარტი – Sputnik. შვიდი ქართველი მოციგურავე გაემგზავრება იაპონიაში, სადაც 20-დან 26 მარტამდე მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში გაიმართება.
საერთაშორისო საციგურაო კავშირი (ISU) 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად სამ ქალაქს განიხილავდა: საიტამას (იაპონია), მინსკს (ბელორუსია) და ბუდაპეშტს (უნგრეთი). 2020 წლის ოქტომბერში გადაწყდა, რომ ტურნირის მასპინძლობის უფლებას იაპონია მიიღებდა.
საიტამაში საქართველოს სახელით წარდგებიან:
კარინა საფინა-ლუკა ბერულავა ( სპორტული წყვილი)
ანასტასია გუბანოვა ( ერთეული ქალი)
მორის ყვითელაშვილი და ნიკა ეგაძე ( ერთეული კაცები)
მარია კაზაკოვა-გიორგი რევია ( სპორტული ცეკვა).
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი.
საიტამა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, 2014 და 2019 წლების შემდეგ, მესამედ მასპინძლობს.
რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ISU-ს ეგიდით ჩამოაშორეს შეჯიბრებებს ფიგურულ სრიალში, ჩქაროსნულ ციგურაობაში და შორტ-ტრეკში.