ავტოავარია ქარელის რაიონში მსხვერპლით დასრულდა

დაშავებულები გორის კლინიკაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა.
Sputnik
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. შიდა ქართლში, სოფელ ბრეთთან ავტოავარია მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ტელეკომპანიის ცნობით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები გორის კლინიკაში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
ავარიის ზუსტ მიზეზ ექსპერტიზა დაადგენს. საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.