თბილისი, 17 მარტი – Sputnik. მეცნიერული კვლევებით დადგინდა, რომ ყავისფერთვალება ადამიანებს ხასიათის უნიკალური თავისებურებები აქვთ.
შესაძლოა ეს იმ გენების განსაკუთრებულ ნაკრებთან იყოს დაკავშირებული, რომლებიც არა მარტო თვალების ფერზე, არამედ ხასიათის თავისებურებებზეც ახდენს გავლენას.
როგორც ერთ-ერთი კვლევის შედეგებიდან ირკვევა, ადამიანები ყავისფერთვალებიანებს უფრო სანდოებად მიიჩნევენ, ვიდრე ცისფერთვალებიანებს.
გარდა ამისა, დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ისინი, ვისაც ყავისფერი თვალები აქვს, განსაკუთრებულ ხიბლს ფლობენ.
მოკლედ, თუ ან თავად გაქვთ ამ ფერის თვალები, ან საახლობლოში გყავთ ვინმე ასეთი, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ რაღაც უცნაური ძალის წყალობით, ყავისფერთვალებიანები:
ახერხებენ, რომ ადამიანთან ურთიერთობის პირველივე წუთებიდან მოიპოვონ მათი ნდობა და, უფრო მეტიც, შთაგონებით აღავსონ სხვები.
არიან ამბიციურები და შრომისმოყვარეები, აქვთ წარმატების მიღწევის უნარი. დიდ ძალისხმევას ხარჯავენ იმისთვის, რომ ადამიანებს იმედი არ გაუცრუონ.
ცხოვრობენ მთელი სისავსით, არიან ძალიან ენერგიულები და აქტიურები, ცდილობენ განიცადონ და დატკბნენ თითოეული მომენტით.
არიან მგრძნობიარეები. მათ სხვებზე უკეთესად ესმით ადამიანებისა და შესწევთ დიდი თანაგრძნობის უნარი.
არიან მეტად ემოციურები და ურჩევნიათ პირდაპირ თქვან რას გრძნობენ ამა თუ იმ მომენტში. არ უყვართ ემოციების დაფარვა და იქცევიან ისე, როგორც გული კარნახობთ.
იციან ძლიერი სიყვარული. საოცრად დიდი და „ტევადი“ გული აქვთ. მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ სხვა ადამიანების ცხოვრებაში და მოაქვთ მათთვის სიყვარული, სიმშვიდე და პოზიტიური ენერგია.
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ:
ყავისფერთვალება მამაკაცები სხვებზე მეტად ემოციურები არიან. მათ შეუძლიათ იგრძნონ, გაუგონ საყვარელ ქალს და გაიზიარონ მისი ემოციები, ინერვიულონ ან გაიხარონ მასთან ერთად;
ყავისფერთვალება ქალები — ეს დიდბუნებოვანი, სიყვარულით აღსავსე და გულღია ხალხია. ისინი გამუდმებით მზად არიან, ხელი გაუწოდონ და ყველაფერი გაიღონ ახლობლის დასახმარებლად, რადაც არ უნდა დაუჯდეთ ეს.
სპეციალისტების თქმით, ყავისფერთვალება ადამიანებმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, ვინაიდან ვიღაცას იოლად შეუძლია ისარგებლოს მათი სიკეთით, გულწრფელობითა და თანაგრძნობის უნარით.