თბილისი, 17 მარტი — Sputnik. იაპონიაში მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ოსაკაში გაზაფხულის ჰარუ ბაშოს ტურნირის მეექვსე დღეს გამარჯვება მოიპოვა.
მხრის ამოვარდნისა და ზამთრის ჰაცუ ბაშოდან მოხსნის შემდეგ ტოჩინოშინი ჯურიოს მეორე დივიზიონში გადავიდა და ამიტომ მისი მაეგაშირას წოდება ძერეს სტატუსზე შეიცვალა.
ქართველი სპორტსმენი იაპონელ სუმოისტს ჩიონოკუნის შეხვდა. ტოჩინოშინმა ოშიდაშიუს ტექნიკით მოახერხა მეტოქის დაძლევა.
ტურნირის ექვსი დღის შედეგებით ტოჩინოშინს ორი მოგება და ოთხი წაგება აქვს. საგაზაფხულო ტურნირი 26 მარტს დასრულდება.