სალონიკსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები იწყება

Sputnik
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines სალონიკიდან საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით ფრენებს იწყებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
ავიარეისები მარშრუტით სალონიკი–თბილისი–სალონიკი 22 მაისიდან შესრულდება.
სააგენტოს ცნობით, რეისები 5 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში კვირაში ორჯერ – სამშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიისთვის შესაბამისი ნებართვა 15 მარტს გასცა.
ავიაკომპანია Aegean Airlines ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს.