თბილისი, 17 მარტი – Sputnik. მსჯავრდებული და ბრალდებული აზერბაიჯანელები საქართველოში ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით დამატებით ამანათებს მიიღებენ, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
ამანათების მიღება დღეს დაიწყო და 20 და 21 მარტს გაგრძელდება. მიღების საათებია 09:00–დან 18:00 საათამდე.
სპეციალური პენიტენციური სამსახური გარანტიას იძლევა, რომ ამანათების დაბრკოლების გარეშე მიღებას უზრუნველყოფს.
ნოვრუზ ბაირამი - მუსლიმებში გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის პერიოდს ემთხვევა.
ნოვრუზი ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოა. მას უძველესი დროიდან აღნიშნავენ — ჩვ.წ.აღ-მდე VII საუკუნიდან. სპარსულად „ნოვრუზ" ნიშნავს ახალ დღეს. დღესასწაულის დასახელება სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვანაირად გამოითქმის — ნაურუზ, ნოვრუზ, ნაურის, ნურუზ, ნევრუზ, ნოურუზ და ა.შ.