GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
Sputnik
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს 17 მარტის 16:00 საათიდან 18 მარტის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია 17 მარტს ვაკის რაიონში, ქობულეთის ქუჩაზე წყალმომარაგების რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყლის მიწოდება შეიზღუდება.
დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდება: რაზმაძის, არაყიშვილის და კეკელიძის ქუჩების ნაწილს; შატბერაშვილის, ქობულეთის, მარაბდის, ჟვანიას, მცხეთის, ტაბიძის, აბაშელის, ცხვედაძის, მარუხის გმირების, ბურკიაშვილის, ჯანაშვილი, ქუთათელაძის, შროშის, რადიანის, შოშიტაიშვილის ქუჩებს და არაყიშვილის II ჩიხს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.