გაგუდვა თუ მოწამვლა? 12 წლის გოგონას დაღუპვის მიზეზს გამოძიება არკვევს

მოწმეები, რომლებმაც გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს, აცხადებენ, რომ სხეულზე ძალადობის ნიშნები იყო.
Sputnik
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. გამოძიება თბილისში 12 წლის გოგონას დაღუპვის საქმეზე ექსპერტიზის პირველად დასკვნას ელოდება. განიხილება ერთდროულად სამი ვერსია.
დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, სკვერში 17 მარტის ღამით 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე ინფორმაცია მისი დაკარგვის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც ტელეკომპანია „TV პირველი“ იუწყება, წინასწარი მონაცემებით, მოზარდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ძალადობრივი სიკვდილის ნიშნების არსებობის გამო პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა და ერთდროულად სამ ვერსიას განიხილავს.
მოწმეები, რომლებმაც გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს, აცხადებენ, რომ სხეულზე მას ძალადობის ნიშნები ჰქონდა. ქართული მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ ასევე განიხილება მოწამვლისა და საკვების გამო ანაფილაქტიკური შოკის ვერსიები.
12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო>>
ამ დროისათვის გამოძიება მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. ამოღებულია ჩანაწერები შემთხვევის ადგილთან ახლოს განთავსებული ვიდეოკამერებიდან. თუმცა უშუალოდ სკვერში, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს და რომელიც არ ფუნქციონირებს, კამერები არ არის.
ამავე დროს, ექსპერტებმა ცხედრის პირველადი ექსპერტიზა უკვე ჩაატარეს და დღის ბოლომდე მათ გამომძიებლებს უნდა აცნობონ, კონკრეტულად რა გახდა მოზარდის გარდაცვალების მიზეზი.
იმ შემთხვევაში, თუ მკვლელობის ვერსია არ დადასტურდა ექსპერტიზის შედეგებით, საქმეს გადაკვალიფიცირდება.