12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

ცხედარი პეტრიწის ქუჩაზე გვიან ღამით იპოვეს. ბოლოს გოგონა ზუსტად ამ ტერიტორიაზე, საბავშვო მოედანზე, საქანელაზე დაინახეს.
Sputnik
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. თბილისში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
დიდ დიღომში 12 წლის გოგონას ცხედარი წუხელ აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს დაზიანებები აღენიშნება ყელის არეში.
არასრულწლოვნის დაკარგვის თაობაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ, საღამოს გავრცელდა – მას ოჯახის წევრები ეძებდნენ.
ცხედარი პეტრიწის ქუჩაზე გვიან ღამით იპოვეს. ბოლოს გოგონა ზუსტად ამ ტერიტორიაზე, საბავშვო მოედანზე, საქანელაზე დაინახეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.