თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ) ბუქარესტში ჭაბუკთა შორის (23 წლამდე) კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში ბუქარესტში 23 წლამდელთა შორის 13 მარტს დაიწყო და 19 მარტს დასრულდება.
ფინალში ჩხიკვაძემ თურქ მუსტაფა ილდიმირს 2:1 მოუგო და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.
ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედლები მოუტანეს გიორგი შოთაძემ (63 კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ).