პანიკა გორში: მოსახლეობამ გამნაღმველები გამოიძახა

სამართალდამცველებს ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.
Sputnik
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. ქალაქ გორის ერთ-ერთი რაიონის მოსახლეობამ მრავალსართულიან კორპუსთან ნაპოვნი ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი საგნის გამო პოლიციას მიმართა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
კომბინატის დასახლებაში გამნაღმველებს ელოდებიან. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მოსახლეობის ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ნაღმი იპოვეს.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
სამართალდამცველებს ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.
წყარო - „მთავარი არხი“