მსოფლიო დღეს

დაიკარგა 2,5 ტონა ურანი: IAEA კვალს ეძებს

Sputnik
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ლიბიის ერთ-ერთი პოლიგონიდან 2,5 ტონა ურანი გაქრა, იუწყება სააგენტო Reuters ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოზე (IAEA) დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორებმა ათი კონტეინერი ბირთვული მასალა შესაბამის ადგილზე ვერ აღმოაჩინეს.
საუბარია ე.წ. ყვითელ კეკზე — ურანის მარილების ფხვნილისებრ ნალექზე, რომელიც გამდიდრების შემდეგ ბირთვული იარაღის შესაქმენლად შეიძლება იყოს გამოყენებული.
IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ უკვე აცნობა წევრ ქვეყნებს, რომ ადგილზე, სადაც წესით უნდა ინახებოდეს ურანი, არცერთი კონტეინერი არ დგას. სად გაქრა იგი – უცნობია.
სააგენტო შემდგომი შემოწმებების ჩატარებას გეგმავს, რათა „ბირთვული მასალის გაუჩინარების გარემოებები გაარკვიოს და მისი ამჟამინდელი ადგილმდებარეობა დაადგინოს“.
წყარო: Reuters