გორში ხელყუმბარა იპოვეს

ადგილზე სამართალდამცველები და გამნაღმველები იმყოფებოდნენ.
Sputnik
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ხელყუმბარა იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ანწუხელიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან ადგილობრივებმა ხელყუმბარა იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს.
რამდენიმესაათიანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ გამნაღმველებმა ტერიტორიიდან ასაფეთქებელი საშუალება გაიტანეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხელყუმბარა სასწავლო იყო.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. ხელყუმბარა ექსპერტიზაზეა გადატანილი.
წყარი - ტელეკომპანია „რუსთავი2“.