ფულადი გზავნილების რეკორდული ზრდა: ეროვნული ბანკის მონაცემები

თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან გადმორიცხული თანხების მოცულობა 8-ჯერ გაიზარდა.
Sputnik
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 132%-ით გაიზარდა და დაახლოებით 817,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ფულადი გზავნილების მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს.
ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2023 წლის იანვარ-თებერვალში

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

რუსეთი

455,0

926,3

იტალია

78,5

18,5

აშშ

59,0

42,6

საბერძნეთი

35,4

9,6

ისრაელი

33,5

15,4

საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 455 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 55,7%-ია.
2023 წლის მხოლოდ თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 372,3 მლნ აშშ დოლარი (985,5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 103%-ით (188,9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2023 წლის თებერვალში

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

რუსეთი

187,3

751,8

იტალია

39,8

18,0

აშშ

30,5

44,3

საბერძნეთი

17,4

12,3

ისრაელი

16,4

16,4

თებერვალში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 187,3 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 50,3%-ია. ამასთან, თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან გადმორიცხული თანხების მოცულობა 751,8%-ით გაიზარდა.

რამდენი ვალუტა გადაირიცხა საქართველოდან

თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 27,6 მილიონი დოლარი გადაირიცხა, რაც 3,1%-ით მეტია 2022 წლის იმავე თვესთან შედარებით.
2023 წლის ორ თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 53,9 მილიონი აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 7,6%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
წყარო - ეროვნული ბანკი