უსიამოვნო სუნი და ნაგავი ქუჩებში: პარიზი სიბინძურეში - ფოტო

საფრანგეთის დედაქალაქი კომუნალური სამსახურების თანამშრომლების გაფიცვის გამო ძალიან დაბინძურდა.
Sputnik
პარიზი ნაგავსაყრელს დაემსგავსა, რისი მიზეზიც ქალაქის მეეზოვეებისა და ნაგვის უტილიზაციის ქარხნების თანამშრომელთა გაფიცვაა.
ყველაფერი საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ პროტესტით დაიწყო.
სულ საფრანგეთში თითქმის 270 მანიფესტაცია გაიმართა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მანიფესტაციებში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 1,2 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.
1 / 8

პარიზის ქუჩებში უამრავი ნაგავი დაგროვდა

2 / 8

პარიზის მკვიდრები ნაგავს უკვე უბრალოდ ურნის მიმდებარედ ტოვებენ

3 / 8

ქალაქში ახლა უსიამოვნო სუნი დგას

4 / 8

მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს იმით, რომ ქალაქში გაჩნდნენ ვირთხები

5 / 8

ანტისანიტარიული პირობებით შეშფოთებულები არიან რესტორნებისა და მაღაზიების მფლობელები

6 / 8

ადგილობრივი მედიის შეფასებით, ქუჩებში 2 ათას ტონაზე მეტი ნარჩენი დაგროვდა

7 / 8

საპენსიო ასაკის აწევის რეფორმის პროექტმა ფრანგულ საზოგადოებაში დიდი მღელვარება გამოიწვია

8 / 8

ორი თვის განმავლობაში საფრანგეთში უკვე ხუთი მანიფესტაცია გაიმართა