თბილისი, 15 მარტი – Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მამაკაცმა საკუთარი ბიძაშვილი დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
მამაკაცს ქვედა კიდურის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა 50 წლამდე ასაკის ნათესავს იარაღი დამიზნებით ფანჯრიდან ორჯერ ესროლა.
დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და, ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაჭრილი კახეთის რეგიონში იუსტიციის სახლების ტექნიკური მიმართულების სამსახურის თანამშრომელია. ბრალდებული დაკავებულია.