თბილისი, 15 მარტი — Sputnik. აშშ-ის ძალები, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარუმატებლობის შემთხვევაში, შესაძლოა უშუალოდ ჩაერიონ უკრაინის კრიზისში, განაცხადა ამერიკელმა ჟურნალისტმა სეიმურ ჰერშმა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „კომიტეტი რესპუბლიკისთვის“ შეხვედრაზე.
როგორც ჰერშმა აღნიშნა, უკრაინაში ვითარება შეერთებული შტატებისთვის შესაძლოა ვიეტნამის კამპანიის სცენარით განვითარდეს, ვინაიდან, იარაღის მიწოდების მიუხედავად, უკრაინის ჯარებმა შეიძლება ვერ გაუძლონ სიტუაციას.
„არ ვიცი რა მოხდება, თუ სიტუაცია უკრაინისთვის ცუდად განვითარდება. მეუბნებიან, რომ იქნება ასეთი თამაში: „ეს ნატოა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატოს შეტევით ოპერაციებს რუსების წინააღმდეგ“, რაც მსოფლიოს ვერ მოატყუებს, იმედია, არ მოგვატყუებენ ჩვენ. <…> ეს ჩვენ ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ რაში გვჭირდება ეს?“ — დასვა შეკითხვა ჰერშმა.
ამასთან მან გაიხსენა სტალინგრადის მახლობლად გამართული ბრძოლების გამოცდილება, როდესაც საბჭოთა არმიამ სიტუაციის გარდატეხა შეძლო.
„ნუთუ მართლა გვინდა ამ ბიჭებთან ჩხუბი? არა მგონია“, — შენიშნა ჟურნალისტმა.
გასულ კვირაში სეიმურ ჰერშმა განაცხადა რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას საგარეო პოლიტიკაში მისი კოლეგის ვლადიმირ პუტინისა და კომუნიზმის სიძულვილი ამოძრავებს.