თბილისი, 15 მარტი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 1.167 ადამიანი, საიდანაც 113 იხდიდა პირობით სასჯელს, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
„საქსტატის" მონაცემებით, ყველაზე მეტი ბრალდებული სხვადასხვა დანაშაულში პასუხისგებაში მისცეს თბილისში (439), აჭარაში (237), და იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში (184).
ბრალდებულების საერთო რაოდენობიდან ცხრას წარედგინა ბრალი მკვლელობაში, 224-ს – ოჯახურ ძალადობაში, 12-ს – მძიმე დაზიანებების მიყენებაში, ხუთს – გაუპატიურებაში, რვას – სქესობრივ აქტში 16 წელს მიუღწეველ პირთან, 231-ს – მუქარაში, 262-ს – ქურდობაში, 253-ს – ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებში, 12-ს – სამსახურებრივ დანაშაულებში.
სხვადასხვა დანაშაულის შედეგად დაზარალებულად იანვარში აღიარეს 1.381 ადამიანი, საიდანაც უმრავლესობა 25–45 წლისაა. გარდა ამისა, სხვადასხვა დანაშაულის შედეგად დაშავდა 104 არასრულწლოვანი და 145 პენსიონერი.
დაზარალებულების საერთო რიცხვიდან 8,7% უცხოეთის მოქალაქეა.