ქართველმა წყალბურთელებმა მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ოლიმპიურ ჩემპიონებს მოუგეს

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ორი მოგებითა და სამი მარცხით დაასრულა. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ტურნირის ფინალში გადასასვლელად.
Sputnik
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ოლიმპიური ჩემპიონი სერბეთის გუნდი დაამარცხა.
ზაგრებსა (ხორვატია) და პოდგორიცაში (მონტენეგრო) მამაკაცთა შორის წყალბურთში მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი მიმდინარეობს. ექვსი საგზურისთვის ფინალურ სტადიაზე 12 გუნდი იბრძვის.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ (11:11) დასრულდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში მოიგო (12:11).
საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ორი გამარჯვებითა და სამი მარცხით დაასრულა, მაგრამ ეს შედეგი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ტურნირის ფინალში გასულიყო. ამ ჯგუფიდან თასისთვის ბრძოლას გააგრძელებენ ესპანეთი, საბერძნეთი და სერბეთი.
ფინალურ სტადიაზე გადავა ექვსი გუნდი – თითოეული ჯგუფიდან სამ-სამი საუკეთესო ნაკრები.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს