უნდა ვიბრძოლოთ, რომ არ ვიქცეთ ომის პოლიგონად - კონსერვატორების ლიდერი

საქართველო დასავლეთს მხოლოდ პოლიგონის როლში იზიდავს, განაცხადა „კონსერვატიული პარტიის“ გენმდივანმა შოთა მარტინენკომ.
Sputnik
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ესმის, რომ მეორე ფრონტის გახსნაზე უარით დასავლეთის სურვილს ეწინააღმდეგებიან, რის გამოც მათ ადრე თუ გვიან შეცვლიან.
„გასულ კვირაში ხელისუფლების შეცვლის მცდელობა ვიხილეთ. საქართველოში, უკრაინისგან განსხვავებით, საკმაოდ ძლიერია საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი, რომელსაც ესმის, რომ დასავლეთი ანტიქრისტიანული იდეოლოგიის მატარებელი საზოგადოებაა. საზოგადოების ზუსტად ეს ნაწილია ბრძოლისათვის მზად“, – განაცხადა მარტინენკომ.