TAV Georgia აეროპორტებში დასაქმების მსურველებს იწვევს

დაინტერესებული პირები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას ბათუმის აეროპორტში არსებული ვაკანსიების შესახებ, აცხადებენ კომპანიაში.
Sputnik
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. კომპანია TAV Georgia, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს, აეროპორტში მუშაობის მსურველებს იწვევს დასაქმების ფორუმზე, რომელიც 17 მარტს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება, იუწყება კომპანიის პრეს-სამსახური.
კომპანიის ცნობით, ფორუმი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში გაიმართება.
„დაინტერესებული მხარეები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ვაკანსიების შესახებ და დეტალურად გაეცნობიან მათ ფუნქციებსა და პასუხისმგებლობებს კონკრეტულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
TAV Georgia არის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი საქართველოში. კომპანიამ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 1500 პირი დაასაქმეს.
თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს TAV Georgia – თურქული TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო. ამჟამად მოქმედი კონტრაქტით თანამშრომლობა 2027 წლამდე გაგრძელდება.