თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარ-თებერვალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12,3%-ით გაიზარდა და 2,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 1,9 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის ინავარ-თებერვალთან შედარებით 9%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარი-თებერვალში
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
ექსპორტი | 914,7 | 20,3 |
იმპორტი | 1 983,3 | 9,0 |
სულ | 2 898,1 | 12,3 |
საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა 914,7 მლნ დოლარის პროდუქცია, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 20,3%-ით მეტია.
2023 წლის თებერვალში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1.068,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ორი თვის მაჩვენებელთან შედარებით 0,8%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 32,8%-ით გაიზარდა და 19 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ხოლო ქართული პროდუქცია გასულ წელს დაახლოებით 5,6 მილიარდი დოლარის ოდენობით იყო ექსპორტირებული - თითქმის 32%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით.
2022 წელს ქვეყანაში 13,5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, რაც 33,2%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.