„კონსერვატორები“ პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ

საპროტესტო აქციის მონაწილეები დილით სააკაძის მოედანზე შეიკრიბნენ და იქიდან გაემართნენ რუსთაველის გამზირისკენ.
Sputnik
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. რუსთაველზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ მომხრეების აქცია მიმდინარეობს, იუწყება Sputnik–საქართველოს კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.
აქციის მონაწილეები 11:00 საათზე სააკაშვილის მოედანზე შეიკრიბნენ და მოძრაობა კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებით საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით დაიწყეს.
აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორისა და კონსერვატიული მოძრაობის ლიდერის, ზურა მახარაძის განცხადებით, 7–9 მარტს აქციებზე, რომელიც უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ იყო მიმართული, ისმოდა მუქარა „კონსერვატორებისა“ და მათ მიერ შექმნილი ინტერნეტ–პლატფორმა „ალტ–ინფოს“ წინააღმდეგ.
კონსერვატორების აქცია
„ვერავინ გაბედავს, დაგვემუქროს. თუ ვინმეს რამე აქვს სათქმელი, მოვიდეს პარლამენტთან, თუ მხდალი არაა. გამოდით!“ – განაცხადა მახარაძემ.
აქციის მონაწილეთა შორის არიან მამაკაცები ანაფორებში,მ სავარაუდოდ – მღვდელმსახურები. აქცია–მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ „საქართველო“, „გაუმარჯოს საქართველოს“, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“.
აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები პარლამენტის შენობასთან სცენასა და აპარატურას ამონტაჟებენ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს