„ალტინფოს“ საპროტესტო აქცია „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ - ვიდეო

ორგანიზაცია „ალტინფოს“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამშაბათს აქცია გამართეს
Sputnik
აქციის მონაწილეებმა გააკრიტიკეს მომიტინგეების მიერ ვანდალიზმი, ქონებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანება. აქციის მონაწილეებმა ასევე მხარი დაუჭირეს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონს, რომელიც პარლამენტმა მასობრივი პროტესტის ფონზე ჩააგდო.

თავდაპირველად „ალტინფოს“ მომხრეები სააკაძის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართნენ.