მსოფლიო დღეს

როდის დასრულდება: ჯანმო პანდემიასთან დაკავშირებით ახალ განცხადებას ავრცელებს

Sputnik
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი დარწმუნებულია, რომ 2023 წელს COVID-19 პანდემია დასრულდება, იუწყება ორგანიზაციის პრესსამსახური.
„დარწმუნებული ვარ, რომ წელს, რაღაც მომენტში, ჩვენ შევძლებთ ვთქვათ, რომ COVID-19-თან დაკავშირებული საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარება და პანდემია დასრულებულია“, — აღნიშნა გებრეიესუსმა.
მისი თქმით, 11 მარტს ზუსტად სამი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჯანმომ COVID-19 გლობალურ პანდემიად ცნო.
COVID-19 - ბოლო ცნობები
როგორ იწყებოდა პანდემია, ანუ კაცობრიობის უშეღავათო ბრძოლა „უხილავ მტერთან“
ამ ხნის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ერთ კვირაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მაჩვენებელი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს პანდემიის გამოცხადების მომენტისთვის იყო.