მსოფლიო დღეს

„ოსკარის" დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ფილმი დასახელდა

ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია 2023 წლის 12 მარტს ლოს-ანჯელესში გაიმართა.
Sputnik
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. რეჟისორების დენიელ შაინერტისა და დენ კვანის ფილმმა „ყველაფერი, ყველგან, ერთდროულად“ „ოსკარის" 95-ე დაჯილდოების ცერემონიაზე „წლის საუკეთესო ფილმის" კატეგორიაში გაიმარჯვა.
ამერიკული კინოპრემია „ოსკარის“ მოსაპოვებლად ნომინაციაში „წლის საუკეთესო ფილმი" ათი კინოსურათი იბრძოდა. გამარჯვებულს კონკურენციას უწევდნენ ჯეიმს კემერონის „ავატარი: წყლის გზა", სტივენ სპილბერგის „ფაბელმანები", რობერტ ეტსლუნდის „სევდის სამკუთხედი“, სარა პოლის „ქალები საუბრობენ“, ედვარდ ბერგერის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, მარტინ მაკდონის „ინიშერინის ბანში", ბეზ ლურმანის „ელვისი", ტოდ ფილდის „ტარი", ჯოზეფ კოსინსკის „ტოპ განი: მევერიკი".
„ყველაფერი, ყველგან, ერთდროულად" 11 კატეგორიაში იყო წარდგენილი და, კინოაკადემიის მთავარი ჯილდოს გარდა, ასევე მოიპოვა ჯილდო საუკეთესო რეჟისორის, სცენარის, მონტაჟის, ქალის მთავარი როლისა და მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლებისთვის.