რვა წლის ბავშვი, რომელიც ბათუმის ბულვარში დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა

თვითმხილველების თქმით, უეცრად ამოვარდნილმა ქარმა ბატუტი დაახლოებით 150 მეტრის მოშორებით დაანარცხა ძირს.
Sputnik
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. რვა წლის ბავშვი, რომელიც ბათუმის ბულვარში გუშინ დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
კიდევ ერთი დაშავებული ბავშვი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა არდაგანის ტბის მიმდებარედ დამონტაჟებული ბატუტი გაიტაცა, რომელზეც ბავშვები იმყოფებოდნენ. დაშავებული მცირეწლოვნები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.