ხვიჩა კვარაცხელია სერია А-ს თვის საუკეთესო მოთამაშეა

კვარაცხელია გახდა პირველი მოთამაშე, რომელიც ერთ სეზონში მეორედ გახდა თვის საუკეთესო მოთამაშე
Sputnik
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. EA Sports-ის ვერსიით, იტალიური „ნაპოლის” ქართველი ნახევარმცველი 22 წლის ხვიჩა კვარაცხელია იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის თებერვლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, იუწყება იტალიის ეროვნული ჩემპიონატის პრესსამსახური.
ჯილდო კვარაცხელიას გადაეცა შაბათს, „ატალანტასთან“ მატჩის წინ, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელმა სერია А-ში თავისი მეთერთმეტე გოლი გაიტანა. „ნაპოლიმ“ მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა - 2:0.
ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივრების ყველაზე მეტი ხმა მიიღო. მან გაუსწრო „იუვენტუსიდან“ ანხელ დი მარიას, „ტორინოდან“ ალექსეი მირანჩუკს და თავის თანაგუნდელს, თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს.
კვარაცხელიამ „ატალანტას“ კარში ულამაზესი გოლი გაიტანა >>
„კვარაცხელია გახდა პირველი მოთამაშე, რომელიც EA Sports-ის ვერსიით ერთ სეზონში მეორედ გახდა თვის საუკეთესო მოთამაშე“, - განაცხადა Lega Serie A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.
მანამდე კვარაცხელია სერია A-ში აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
„ნაპოლი" იტალიის ლიგაში 26 მატჩის შემდეგ 68 ქულით ლიდერობს.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში გადავიდა. ის ლუჩანო სპალეტის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.