ტოჩინოშინმა ოსაკას ტურნირი მარცხით დაიწყო

გაზაფხულის სუპერტურნირის მეორე დღეს ტოჩინოშინი იაპონელ შონანოუმის დაუპირისპირდება
Sputnik
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. იაპონიაში მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ოსაკაში გაზაფხულის ჰარუ ბაშოს ტურნირის პირველ დღეს მარცხი განიცადა.
მხრის ამოვარდნისა და ზამთრის ჰაცუ ბაშოდან მოხსნის შემდეგ ტოჩინოშინი ჯურიოს მეორე დივიზიონში გადავიდა და მაეგაშირას წოდება ძერეს სტატუსზე შეცვალა.
35 წლის ტოჩინოშინის მეტოქე 219 კილოგრამიანი სეკიტორი იჩინოძე იყო. ქართველი და მონღოლი სუმოისტები არაერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და პირადი შეხვედრების შემდეგ ლევან გორგაძეს დიდი უპირატესობა ჰქონდა - 18 მოგება და 12 წაგება. ბრძოლის შედეგზე იმოქმედა ქართველი სუმოისტის ბოლოდროინდელმა მხრის ტრავმამ და მეტოქემ იორიკირის ილეთით ტოჩინოშინი აიძულა რინგის საზღვრებს გასცდენოდა.
გაზაფხულის სუპერტურნირის მეორე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე იაპონელი შონანოუმი იქნება. ეს სპორტსმენები აქამდე არასდროს შეხვედრილან ერთმანეთს.
საგაზაფხულო ტურნირი 26 მარტს დასრულდება. თხუთმეტი დღის განმავლობაში სუმოისტებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა თხუთმეტ ორთაბრძოლაში და მოიგონ რვა ბრძოლა დადებითი ბალანსის შენარჩუნებისთვის.