მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საფრანგეთის სენატმა პროტესტის მიუხედავად საპენსიო რეფორმა დაამტკიცა

პარასკევს საპენსიო რეფორმის პროექტის წინააღმდეგ მთელი საფრანგეთის მასშტაბით მორიგი საყოველთაო გაფიცვა გაიმართა
Sputnik
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საფრანგეთის სენატმა მიიღო საპენსიო რეფორმა, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით პროტესტი გამოიწვია, იუწყება Agence France-Presse.
„საფრანგეთის სენატმა მიიღო საკამათო საპენსიო რეფორმა“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ რეფორმას მხარი დაუჭირა 195-მა, ხოლო წინააღმდეგი 112 სენატორი წავიდა.
გუშინ კი საპენსიო რეფორმის პროექტის წინააღმდეგ საფრანგეთის მასშტაბით მორიგი საყოველთაო გაფიცვა გაიმართა. იმ დღეს ქვეყნის მასშტაბით 230-მდე საპროტესტო აქცია დაიგეგმა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა 10 იანვარს წარადგინა კანონპროექტი, რომელიც საპენსიო ასაკის გაზრდას და რიგი რთული პროფესიისთვის „სპეციალური“ რეჟიმების გაუქმებას ითვალისწინებს. მისი თქმით, ხელისუფლება საპენსიო ასაკის გაზრდას წელიწადში სამი თვით 2023 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყებს. ამრიგად, 2030 წლისთვის ის 64 წელს მიაღწევს.