მარტვილში კაცმა საკუთარი დედა მოკლა

მედიის მონაცემებით, კაცმა დედა ფულის გამო მოკლა
Sputnik
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში შვილმა 86 წლის დედა მოკლა, იუწყება „ტვ პირველი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი საკუთარმა შვილმა ნაჯახით მოკლა. ერთ-ერთი ვერსიით, კაცმა დედა იმის გამო მოკლა, რომ მას თავისი პენსია არ მისცა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.