11 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გაეცანით 11 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
Sputnik
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
11-20 მარტი
11-20 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
დეკადას მეომარი მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს სიმამაცესა და კომუნიკაბელურობას ანიჭებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ თავის მომგებიანად წარმოდგენა, არიან თავაზიანი და უყვართ გარშემომყოფებისთვის თვალში ნაცრის შეყრა.
მნიშვნელოვანი წლებია: 12,15, 24, 30, 36, 45, 48, 60,72.
თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება
ამ ადამიანთა სიმბოლოა შროშანი.
11 მარტს დაბადებულები
11 მარტს დაბადებულებს ბედი მრავალი უნარით აჯილდოებს. ისინი ძალზე ნიჭიერნი არიან, თუმცა არასწორად არჩეული გზის გამო, შესაძლოა, მათი მდიდარი არსი ტყუილუბრალოდ დაიკარგოს. მათ ძალები, ენერგია მხოლოდ სასარგებლო საქმეში უნდა დახარჯონ, ქმნან სიკეთე - განვითარებისა და სიკეთის გზა მათ მაღალ მიზნებამდე, გამარჯვებამდე მიიყვანს.
11 მარტს დაბადებულები დასახულ მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან, თან, მნიშვნელობა არა აქვს, რომელ სფეროს მიეკუთვნება მათი ინტერესები - ძვალ-რბილში გამჯდარ კონსერვატიზმსა თუ ზომიერ ლიბერალიზმს. ისინი თავდაჯერებულად მიიწევენ კარიერულ კიბეზე და იციან, როგორ გაანაწილონ ძალები, იციან წარმატების საიდუმლო. მათთვის სამყარო სრულქმნილია, რომელშიც ყველა თავისთვის ცხოვრობს. მათთვის დიდი კმაყოფილების მომტანია, უამბონ მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებს თავიანთი იდეების შესახებ, გაუზიარონ მათ თავიანთი ფიქრები და ამასთან ერთად, ეს ყველაფერი ფანტაზიით შეამკონ.
ვინ არის თქვენი დამცველი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
საქმიანობის ნებისმიერ სფეროში უძლიერესი ინტუიცია აქვთ და ამას კომპასივით იყენებენ - იციან, რა გზას უნდა მოერიდონ, რომ უსიამოვნებებს არ გადაეყარონ. ამ დღეს დაბადებულებმა იციან, რომ თუ ჩამორჩები, ეს ნიშნავს, რომ ვიღაც შენზე წინაა, ეს მათთვის მიუღებელია. თუმცა, შეუძლიათ ბრძოლაზე უარის თქმა, თუ საქმე ძალიან რთულდება - გზის გაკაფვა ყველანაირი ძალისხმევითა და ხერხებით მათთვის არაა.
11 მარტს დაბადებულებისთვის მამოძრავებელი იდეაა საკუთარი წარმატების რწმენა - ისინი დარწმუნებული არიან, რომ, ასე თუ ისე, წინ მიიწევენ. ასეთი რწმენის საფუძველს გარე პირობები, სამუშაო და მათი პირადი კულტურა განაპირობებს. თუ დამოუკიდებლობას მოიპოვებენ, მისი შენარჩუნებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებენ.
რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი აზრი - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ამ დღეს დაბადებულები აზარტული არიან, მათში შერწყმულია რისკის გრძნობა და სიბრძნე, რაც იღბლის ლიმიტის გადაჭარბების ნებას არ აძლევს. მათი კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა გემოვნება. ალღო მათ ეხმარებათ გაარკვიონ, რა შეასხამს ხორცს მათ იდეებს; ხანდახან ისეთ რამეს ანიჭებენ უპირატესობას, რაც ახლა არც ფასეულია და არც მნიშვნელოვანი, მაგრამ დროთა განმავლობაში ის დიდად ფასეული და მნიშვნელოვანი ხდება.
11 მარტს დაბადებულებს მომთხოვნელობა და თვითკრიტიკა სისხლში აქვთ გამჯდარი. ოჯახურ ცხოვრებაში გავლენას ახდენენ ახლობლებზე და ხანდახან უწევთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც მათ ბედზე მოქმედებს; თუმცა, ზოგჯერ ისეთი ახლობლებიც გამოჩნდებიან ხოლმე, ვინც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან.
ზოდიაქო: მამაკაცთა გულთამპყრობელი ქალები>>
ამ დღეს დაბადებულებმა მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინონ გარშემომყოფების მიმართ, რადგან მკაცრი კონტროლი სახლში და ოჯახურ ურთიერთობებში უარყოფით ენერგეტიკას აძლიერებს. 11 მარტს დაბადებული განათლებული ადამიანები აცნობიერებენ, რომ აუცილებელია სხვისი შეხედულებების მიღება.
ჯანმრთელობა
11 მარტს დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანია სხვების მოსაზრება მათი გარეგნობის შესახებ; ამიტომ, როდესაც თავს იწესრიგებენ, ეს მათ კმაყოფილებას ანიჭებს. როგორც წესი, მათი აფთიაქი სავსეა ვიტამინებით, კოსმეტიკა - მაღალი ხარისხისაა. და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი თავიანთ ჯანმრთელობას სერიოზულად ეკიდებიან. ისინი მშვენიერი მზარეულები არიან. მათთვის რეკომენდებულია მრავალფეროვანი საკვები, შეზღუდვები ეხება მხოლოდ ცხიმიან საკვებსა და ტკბილეულს. სპორტულ შეჯიბრებებზე, სჯობს, უარი თქვან და ენერგიულ ფიზკულტურას მისდიონ.
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული
რჩევა:
კარგად ჩაიხედეთ საკუთარი აზრებისა და გრძნობების სიღრმეში; ხილული და ხელშესახები ერთადერთი არაა, რისკენაც უნდა ისწრაფვოდეთ. განავითარეთ პიროვნების სულიერი მხარე, მოუშვით სადავეები, რომლითაც სხვისი ცხოვრება გიკავიათ, მოთოკეთ გარშემომყოფების გაკონტროლების სურვილი.