სად უნდა დარეკოთ, თუ „112“-ს ვერ დაუკავშირდით

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-ში შემავალი ზარების შეფერხების მიზეზები განმარტა.
Sputnik
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ტექნიკური ხარვეზის გამო „112“-ში ზარები შეფერხებით შედის, ნათქვამია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრის ცნობით, ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.

„თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და „112“-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე: 599842206; 598087761; 577011139; 577011174; 591544384; 591946840; 591946870; 591544375", – აღნიშნულია განცხადებაში.

ცენტრი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი ვითარებისთვის.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს