აქციებში აქტიურად მონაწილეობენ ახალგაზრდები
მიუხედავად მთავრობის მიერ კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ განცხადების გაკეთებისა, მომიტინგეები კვლავ განაგრძობენ აქციას
ისინი შსს-სგან მოითხოვენ აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას
უწყებაში საპასუხოდ განაცხადეს, რომ გუშინ ყველა დაკავებული გაათავისუფლეს
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ბოლო ქმედებები მათი გამარჯვებაა
ვინაიდან კანონპროექტის გამოთხოვა და დაკავებულთა გათავისუფლება დიდი ანტისამთავრობო აქციის ფონზე მოხდა
ახლა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები სამომავლო გეგმებს სახავენ
ვინაიდან ხელისუფლების მიერ კანონპროექტის გაწვევა, ფაქტობრივად, უპრეცედენტო ნაბიჯია
ოპოზიცია აცხადებს, რომ არ სჯერა ხელისუფლების. აქტივისტები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ
9 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქცია მშვიდობიანად ჩატარდა - მიტინგი პოლიციას აღარ დაუშლია
არც აქციის მონაწილეები მოქცეულან აგრესიულად და ისმენდნენ ოპოზიციის ლიდერთა გამოსვლებს
უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდობის პროტესტს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც
კანონპროექტის გაწვევას მხარს უჭერდნენ ქართული საზოგადოების წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი
კანონის მიღების მცდელობა მკაცრად გააკრიტიკეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საბჭომ, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, გაეროს წარმომადგენლობამ საქართველოში
თუ რა გზას აირჩევს ხელისუფლებასთან საბრძოლველად ოპოზიცია, ამას დრო გვიჩვენებს