მსოფლიო დღეს

ბაიდენმა ტრამპი შესაძლო მომავალ პრეზიდენტად მოიხსენია და პირჯვარი გადაიწერა - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფილადელფიაში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც ბიუჯეტის შესახებ თავისი წინადადებები წარადგინა, დონალდ ტრამპი შესაძლო მომავალ პრეზიდენტად მოიხსენია და ამ სიტყვებზე პირჯვარი გადაიწერა.
შესაბამისი ვიდეო ინტერნეტით ვრცელდება.

„ალბათ გახსოვთ, რომ როდესაც თანამდებობისთვის ვიბრძოდი, მე ყოფილ და, შესაძლოა, მომავალ პრეზიდენტთან ვმეტოქეობდი. ღმერთმა დაგვიფაროს“, — აღნიშნა ბაიდენმა.

მანამდე ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის არჩევნებში. ამასთან თავად ჯო ბაიდენს ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია ოფიციალურად, იყრის თუ არა კენჭს მეორე ვადით.