ზუგდიდში, შსს-ს განყოფილებაში პოლიციელის ცხედარი აღმოაჩინეს

მასმედიის ინფორმაციით, პოლიციელს ფინანსური პრობლემები ჰქონდა.
Sputnik
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. ზუგდიდში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების სამორიგეო ნაწილში პოლიციელის ცხედარი აღმოაჩინეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
ფაქტზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.
ერთ-ერთი ვერსიით, პოლიციელმა თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, მას ვალები ჰქონდა. ოჯახი და მეგობრები ფსიქიკური პრობლემების შესახებაც ლაპარაკობენ.
პოლიციელის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს