თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
Sputnik
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. თბილისში, საბურთალოს რაიონის მოსახლეობას 9 მარტის 23:00 საათიდან 10 მარტის 07:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, 9 მარტს უნივერსიტეტის ქუჩის N6-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
კერძოდ, დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში: თამარაშვილის გამზირის, ცინცაძის და უნივერსიტეტის ქუჩების ნაწილს, საირმის გორას, ყაზბეგის გამზირს, შევარდენიძის, კარტოზიას, ლორთქიფანიძის, სვანიძის, ჩოლოყაშვილი, წყნეთის, ნ. ყიფშიძის, ვ. გაბაშვილის, თ. აბულაძის, ლეჟავას, ხაბეიშვილის და წერეთლის ქუჩებს.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.