ბრძოლა კონტრაბანდასთან: რამდენი დარღვევა გამოვლინდა თებერვალში

საანგარიშო პერიოდში ჯამში 46.116 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 226 ათას ლარს აღემატება.
Sputnik
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის თებერვალში მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 45 ფაქტი გამოავლინეს.
გასულ თვეში ბრალდებულის სახით 47 პირი პასუხისგებაში მიეცა, მათგან 21 პირი დააკავეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
აღნიშნულ პერიოდში ჯამში 46.116 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 226 ათას ლარს აღემატება.
აღნიშნული დანაშაული ისჯება სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ითვალისწინებს ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.