თბილისი, 9 მარტი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის 86-ე კმ-ზე მეწყრის ჩამოსვლის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკის მობილიზება გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად.