თბილისი, 9 მარტი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში, თბილი ამინდის ფონზე, მცირე ნალექია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
ჰაერის ტემპერატურა 19–24 გრადუსამდე გათბება, აცხადებენ სპეციალისტები.
თბილისში უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერი 20–22 გრადუსამდე გათბება.