საქართველოს ფუტსალის ნაკრები 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა

ქართველმა ფეხბურთელებმა გუშინ ბელგიის გუნდი 7:4 დაამარცხეს.
Sputnik
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს ფუტსალის ნაკრები, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ელიტური რაუნდის საგზური მოიპოვა, თავისი მეტოქეების ვინაობას 5 ივლისს კენჭისყრის შემდეგ შეიტყობს, აღნიშნეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის ძირითადი რაუნდი წარმატებით დაასრულა. საქართველოს ნაკრებმა გუშინ ბელგიას შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში სტუმრად 7:4 მოუგო.
ქართულმა ნაკრებმა А ჯგუფში მაქსიმალური რაოდენობა – 12 ქულა დააგროვა, რამაც მას პირველი ადგილი და ელიტ-რაუნდში გამოსვლის უფლება მისცა.
ბელგიელებთან შეხვედრაზე დუბლი გაიფორმეს ტალეს და ბრუნო გომესებმა. თითო-თითო გოლი გაიტანეს გიორგი ღავთაძემ, ბრუნო პეტრიმ და სიმ საიოტმა. საქართველომ ბელგიის ნაკრები პირველ მატჩშიც დაამარცხა – 4:2, რომელიც თბილისში გაიმართა.
ელიტ-რაუნდში გასული ოცი გუნდი ხუთ ჯგუფად დაიყოფა. პირველ ადგილზე გასული გუნდები ავტომატურად მოხვდებიან მსოფლიო ჩამპიონატზე, ხოლო მეორე ადგილზე გასული საუკეთესო გუნდები პლეი-ოფში ითამაშებენ.
სად ჩატარდება 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ჯერ გარკვეული არ არის. მოქმედი ჩემპიონია პორტუგალიის გუნდი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს