როგორ იცავდა პოლიცია პარლამენტის შენობას - ფოტო

7 მარტის საღამოდან პოლიცია და სპეცრაზმი პარლამენტის შენობას იცავდა და მისი დაბლოკვის საშუალებას არ აძლევდა დემონსტრანტებს
Sputnik
აქციის დაშლის დროს პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. როგორც შსს-ში განაცხადეს, წესრიგის დასამყარებლად იძულებულები იყვნენ მსგავსი ზომებისათვის მიემართათ. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ პროტესტანტებს არაერთხელ მოუწოდეს პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს დამორჩილებოდნენ.
პროტესტის მიზეზი გახდა პარლამენტის მიერ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება.
1 / 15

პოლიციამ პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან წყლის ჭავლი გამოიყენა

2 / 15

აქ თავი მოიყარა პროტესტანტთა ყველაზე აქტიურმა ნაწილმა

3 / 15

პარლამენტის დასაცავად პოლიციის სპეცრაზმი გამოვიდა

4 / 15

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი

5 / 15

პოლიციის ძალები მომიტინგეების პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობდნენ

6 / 15

მოვლენათა ეპიცენტრში გადაიტყორცნა სპეცრაზმი სრული აღჭურვილობით

7 / 15

მომიტინგეები შიშველ ხელებს წევდნენ ზემოთ, რათა ეჩვენებინათ, რომ იყვნენ შეუიარაღებლები და აქცია მშვიდობიანი იყო

8 / 15

მიხუედავად ამისა, დაპირისპირება მაინც მოხდა

9 / 15

მობილიზებული პოლიცია და სპეცრაზმი პარლამენტის ჭიშკარს მიღმა

10 / 15

რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციამ პარლამენტის გვერდითა შესასვლელი გაწმინდა

11 / 15

მომიტინგეები პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან გადავიდნენ

12 / 15

პოლიციამ დაიწყო მზადება, რომ წმენდა იქაც ჩაეტარებინა

13 / 15

სპეცრაზმის წევრები მთელ ქუჩაზე განთავსდნენ

14 / 15

მათ უკან კი წყლის მანქანა იდგა

15 / 15

შემდეგ სპეცრაზმმა დაიწყო მოძრაობა მომიტინგეების მიმართულებით და ცრემლმდენი გაზის გამოყენება