ფუტსალი: საქართველოს ნაკრებმა ბელგიის გუნდი დაამარცხა

საქართველომ ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ თბილისში გამართული პირველი მატჩი ანგარიშით 4:2 მოიგო.
Sputnik
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ძირითადი რაუნდის ბოლო მატჩში ბელგიის გუნდი ანგარიშით 7:4 დაამარცხა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ოთხივე მატჩი მოიგო, პირველი ადგილი დაიკავა და ელიტ-რუნდში გავიდა.
გადამწყვეტი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 5 ივლისს გაიმართება. ელიტ-რაუნდში გასული 20 გუნდი ხუთ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. პირველ ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ გავლენ მსოფლიო ჩემპიონატზე, საუკეთესო მეორეადგილოსნებს კი პლეი-ოფში ექნებათ საგზურის მოპოვების შანსი.
2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიის გუნდია.