„უცხოური აგენტების„ შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზითაც ვერ დაშალეს. მოგვიანებით აქცია მაინც შეწყდა.
პარლამენტთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ძალაში შევიდა კანონი უცხოური აგენტების შესახებ. კანონპროექტს მხარი დაუჭრა 76-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 13. ამის შემდეგ პარლამენტთან არეულობა დაიწყო, პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.