საქართველოს პარლამენტთან კვლავ მრავალათასიანი მიტინგია - ვიდეო

თბილისში ოთხშაბათს საღამოს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაგრძელდა
Sputnik
დემონსტრანტებს ორი მოთხოვნა აქვთ: „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გამოთხოვნა და აქციების განმავლობაში ყველა დაკავებულის გათავისუფლება.
პოლიციის თანამშრომლებმა 7 მარტის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავა 66 ადამიანი, ერთი ადამიანი დაკავებულია პოლიციელზე თავდასხმისათვის.
ოთხშაბათს პოლიციამ კიდევ ათი ადამიანი დააკავა.