მსოფლიო დღეს

ანტონიუ გუტერეში კიევში იმყოფება: დასახელდა ვიზიტის მიზანი

Sputnik
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში კიევში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, წერს Twitter-ზე გენმდივნის წარმომადგენელი.
არსებული ინფორმაციით, გუტერეში ზელენსკისთან მარცვლეულის შეთანხმებაზე ისაუბრებს, რომლის ვადაც 19 მარტს იწურება, და რომლის გახანგრძლივებასაც ითხოვს გაერო.

„გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში კიევშია. დღეს, მოგვიანებით ის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, რათა შავი ზღვით მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების ყველა ასპექტი და სხვა აქტუალური საკითხები განიხილოს“, — ნათქვამია სპიკერის ტვიტში.

ეს გუტერეშის უკვე მესამე ვიზიტია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ.
მანამდე დიპლომატიური წყარო იტყობინებოდა, რომ გაეროს წარმომადგენლები მომავალ კვირას ჟენევაში რუსეთის დელეგაციას შეხვდებიან. როგორც მოსალოდნელია, მოლაპარაკებები იქაც რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტს შეეხება.