თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,31%-ით შემცირდა და 90,78 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 6,03%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 98,03 პუნქტის ფასით, 8,2% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,03%-ით შემცირდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,31%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 6,03% მოგებით 88,02 პუნქტის ფასით.
ვაჭრობა აქციებით
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 6,53%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 29,35 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 532 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 27,3–29,35 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 3,07%-ით და ერთ აქციაზე 8,4 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 109 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 8,12–8,42 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში გაიზარდა 5,12%-ით და 24,65 ფუნტი შეადგინა ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 359 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 23,5–25,4 ფუნტის დიაპაზონში.