სააკაშვილი საკუთარ თავს ვნებს, რადგან არ სურს ციხეში ყოფნა - ვიდეო

მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან არ სურს ციხეში ჯდომა და ასე ცდილობს პატიმრობიდან თავის დაღწევას ან სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლას. ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვასო კაპანაძემ ისაუბრა.
Sputnik
სააკაშვილის ოჯახი, ადვოკატები და მხარდამჭერები თვეების განმავლობაში მოითხოვენ მის გათავისუფლებას, რათა სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანონ.
„სააკაშვილი სპეციალურად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას. მისი მდგომარეობის გაუარესებას მაქსიმალურად იყენებს იმისათვის, რომ გაათავისუფლონ პატიმრობიდან ან სამკურნალოდ გაუშვან საზღვარგარეთ. რაც შეეხება მის პოლიტიკურ წონას, ის უკვე დიდი ხანია ნულოვანია“, – მიაჩნია ექსპერტ ვასო კაპანაძეს.