მაღალმთიან აჭარაში ტრანსპორტისთვის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

საავტომობილო გზაზე მოძრაობა მეწყერის გამო შეიზღუდა.
Sputnik
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. სოფელი ღორჯომი–კურორტი გოდერძის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
კერძოდ, მეწყერის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის 84-106 კმ მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
საავტომობილო გზის 1-84 კმ მონაკვეთზე (ანგისა–სოფ.ღორჯომი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.