მსოფლიო დღეს

მზად ვართ გამანადგურებელი პასუხისთვის: აშშ-ს კიმ ჩენ ინის და ომით ემუქრება

Sputnik
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. აშშ-ის და სამხრეთ კორეის სამხედრო მოქმედებებმა და რიტორიკამ მიუღებელ ზღვარს მიაღწია უკიდურესად გიჟური მიმართულებით, ფხენიანი მზადაა დაუყოვნებელი პასუხი გასცეს მათ ნებისმიერ დროს, განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ კიმ იო ჯონგმა.
კიმ იოს თქმით, სამხრეთ კორეული მასმედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ინდოეთ–წყნარი ოკეანის სამხედრო ძალების სარდალი ფხენიანს წყნარ ოკეანეში გაშვებული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების დაუყოვნებელი ჩამოყრით დაემუქრა.

„წყნარი ოკეანე არ ეკუთვნის აშშ-ს ან იაპონიას. <...> თუ ჩვენი სტრატეგიული იარაღის საცდელ გაშვებას ღია ზღვასა და იმ რეგიონში, რომელიც შეერთებული შტატების იურისდიქციაში არ შედის, და ამასთან ზიანს არ აყენებს მიმდებარე ქვეყნების უსაფრთხოებას, სამხედრო რეაქცია მოჰყვება, ეს იქნება ჩრდილოეთ კორეისთვის აშკარა ომის გამოცხადება. ასეთი სიტუაციებისთვის ჩვენ სამხედრო მოქმედებების ნორმები გვაქვს“, — აღნიშნა კიმ იო ჯონგმა.

როგორც ჩრდილოეთი კორეის ლიდერის და აცხადებს, ფხენიანი ყურადღებით ადევნებს თვალს აშშ-ის და „მისი მარიონეტი სამხრეთი კორეის“ მოქმედებებს და გამუდმებით მზადაა, „შესაბამისი, დაუყოვნებელი და გამანადგურებელი რეაქციისთვის ნებისმიერ დროს“.
ამასთან კიმ იო ჯონგმა მოუწოდა ვაშინგტონსა და სეულს, თავი შეიკავონ ისეთი გამონათქვამებისა და ნაბიჯებისგან, რომლებიც კიდევ მეტად ამწვავებს ვითარებას.